დონალდ ტრამპის წინააღმდეგ კალიფორნიაში საპროტესტო აქცია გაიმართა
კალიფორნიის ქალაქ კოსტა-მესაში „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც ასეულობით ადამიანმა მიიღო მონაწილება. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხდვით, დემონსტრანტები იმ ადგილის სიახლოვეს შეიკრიბნენ, სადაც ტრამპი სიტყვით უნდა გამოსულიყო. მომიტინგეებმა ტრამპის წინააღმდეგ პლაკატები გაშალეს. კალიფორნიის მოსახლეობის დიდი ნაწილი ტრამპის მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი. ეს განსაკუთრებით ლათინური ამერიკიდან ჩასულ მიგრანტებს ეხებათ, ვინაიდან დონალდ ტრამპი საპრეზიდენტიო რჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მილიონობით არალეგალი მიგრანტის დეპორტაციის პირობას დებს. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პოლიციის ავტომობილის მინები ჩაამსხვრიეს. რამდენიმე ადამიანი პოლიციამ დააკავა. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.