სირიაში დაღუპული რუსი ოფიცრის ცხედარი მოსკოვში გადაასვენეს

სირიაში დაღუპული რუსი ოფიცრის, ალექსანდრე პროხორენკოს ცხედარი მოსკოვში გადაასვენეს. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. „სპეციალური ღონისძიებების გატარების შედეგად, სირიის ხელისუფლების და ქურთი მოხალისეების მონაწილეობით, დაღუპული რუსი ოფიცრის ცხედარი მოსკოვში გადაასვენეს“, – განაცხადეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში. ორენბურგის ოლქის მკვიდრი, 25 წლის ალექსანდერე პროხორენკო სირიის ქალაქ პალმირასთან დაიღუპა. ის რუსეთის სპეციალური ძალების ოფიცერი იყო. მისი დავალება რუსული ავიაციის კოორდინაციისთვის “ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტების გამოვლენა იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები