რუსეთში გაზსადენი აფეთქდა (ვიდეო)

რუსეთის კალუგის ოლქში გაზსადენი აფეთქდა. აფეთქებას ხანძარი მოჰყვა. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება. აფეთქების ადგილას 20-25 მეტრის სიმაღლის ცეცხლი შეინიშნება. რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ინფორმაციით, საუბარია მიწისქვეშა გაზსადენზე. შემთხვევის ადგილზე სახანძრო და სამაშველო ქვედანაყოფები მუშაობენ, აფეთქების და ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები