ჩრდილოეთ კორეაში აშშ-ის მოქალაქეს 10- წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ჩრდილოეთ კორეაში ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლომ ის ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნო. საინფორმაციო სააგენტო „სინჰუას“ ცნობით, 62 წლის კიმ დონგ ჩული გასული წლის ოქტომბერში დააკავეს. ფხენიანის ინფორმაციით, ამერიკელი ნასონის ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე დააკავეს. დაკავების დროს მას მეხსიერების ელექტრონული ბარათი აღმოაჩნდა, რომელიც ჩრდილოეთ კორეის სამხედრო და ბირთვული ობიექტების თაობაზე საიდუმლო ინფორმაციას შეიცავდა.
მიმდინარე წლის მარტში ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც დაკავებულმა განაცხადა, რომ იგი სამხრეთ კორეის ხელისუფლებისგან ჯაშუშობისთვის ფულს იღებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები