ვახტანგ გომელაური პარლამენტის წინაშე მაისში წარდგება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თამაზ მეჭიაურის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ვახტანგ გომელაური, პარლამენტში ანგარიშით მაისის თვეში წარსდგება.
“ვახტანგ გომელაური პარლამენტში მაისში ჩამოვა, სწორედ ამ თვეში ჩაინიშნა მისი მოსმენა. მე, პირადად, მასთან კითხვები მას შემდეგ მექნება, რაც ანგარიშს წარმოადგენს. თუ იქ იქნება ისეთი თემები, რომელზეც არ იქნება ამომწურავი პასუხი, აუცილებლად ჩავეკითხები. ამ ეტაპზე, ვერ გეტყვით, საჭირო იქნება თუ არა ჩემი მხრიდან, დამატებითი კითხვების დასმა“, – განუცხადა ჟურნალისტებს თამაზ მეჭიაურმა.
საპარლამენტო ოპოზიცია, ვახტანგ გომელაურის პარლამენტში ანგარიშით წარდგენას ისევ მოითხოვს.
ოპოზიციური სპექტრი განსაკუთრებულ აქცენტს, ბოლო პერიოდში, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე აკეთებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები