გიორგი კვირიკაშვილი: ჩემთვის მედიის თავისუფლება მნიშვნელოვანია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, მედიის თავისუფლება მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ პრემიერმა ქართველ ჟურნალისტებს აშშ-ში ”რუსთავი 2”-თან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
”მე რა თქმა უნდა არ მაქვს უფლება და ვერც ჩავერევი სასამართლო განხილვაში, თუმცა ერთი რამ მინდა ვთქვა – მიუხედავად იმისა, როგორი მწვავეც არის ხშირად, თუნდაც არაობიექტური და ა.შ. არანაირად არ ვისურვებდი, რომ ის სარედაქციო პოლიტიკა, რომელიც დღეს ”რუსთავი 2”-ს გააჩნია, რამენაირად შეიცვალოს, განსაკუთრებით არჩევნებამდე, რომ ოპონენტებს არ მივცეთ სპეკულაციის საშუალება.
ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება ეს. ჩვენ გვჭირდება, რომ დამოუკიდებელმა მედია კომპანიამ აწარმოოს ის სარედაქციო პოლიტიკა, რომელიც მას მიაჩნია, რომ უნდა აწარმოოს. ჩვენ შეგვიძლია სიმართლე გავაგებინოთ ხალხს და არ უნდა მივცეთ საშუალება არავის, ხელზე დაიხვიოს ეს საკითხი და რამენაირად გამოიყენოს პოლიტიკურად. როგორიც არ უნდა იყოს შედეგი ამ სასამართლო პროცესის, ვისურვებდი, რომ არავის მიეცეს საშუალება ამ საკითხით სპეკულირების”, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები