დოკუმენტური ფილმების ფესტივალი

  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალს “HumanDOCH” ევროპა, კავკასია, ცენტრალური აზია” ატარებს. 28- დან 30 მარტის ჩათვლით სხვადასხვა ქვეყანაში არსებული პრობლემებისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმების ჩვენება და დისკუსიები გაიმართება.
ფესტივალი სამ დღეს გაგრძელდება: I დღე (28 მარტი) -აფრიკისა და აზიის ქვეყნების პრობლემებს მიეძღვნება. II დღე (29 მარტი)-მაყურებელი იხილავს სამედიცინო საკითხებს და დოკუმენტურ ფილმს საქართველოზე. ფილმის შემდეგ სიტყვით გამოვა ფილმის გმირი მეუფე ისაია ნიქოზიდან; III დღე (30 მარტი) მიეძღვნება ყოფილი სსრკ-ის პრობლემებს, რის შემდეგაც გაიმართება დისკუსია თემაზე: ”ყოფილი საბჭოთა კავშირი: სასჯელი თუ სათბური”. ფესტივალი 28-30 მარტს, 17:30 – 22 სთ-ზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსის 106-ე აუდიტორიაში ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები