იემენში ტერაქტი მოხდა

სულ მცირე ორი ადამიანი დაშავდა – იემენის ქალაქ ადენში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად. დაიღუპა თვითმკვლელი ტერორისტი. ტელეარხ News Sky Arabia-ს ინფორმაციით, უსაფრთხოების სამსახურის შეფის სახლთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. ტელეარხის ცნობით, ტერორისტების სამიზნე სწორედ ადენის უშიშროების სამსახურის უფროსი, გენერალი შალიალ შაია იყო.
ინფორმაცია იმის შესახებ, დაშავდა თუ არა გენერალი, არ გავრცელებულა. ცნობილი გახდა, რომ თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა მას შემდეგ აამოქმედა, რაც დაცვამ მას ცეცხლი გაუხსნა. ამ დროისთვის ტერაქტზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები