ირანში ხვალ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ირანში დღეს ე.წ. სიჩუმის დღეა. პარასკევს იქ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ერთი დღით ადრე კი ქვეყანაში ნებისმიერი სახის პოლიტიკური აგიტაციაა აკრძალული. მეორე ტურში ბრძოლა 68 ადგილისთვის გაიმართება. მასში 136 კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას, რომლებმაც პირველ ტურში ხმების უმრავლესობა მოიპოვეს. არჩევნების პირველი ტური 26 თებერვალს გაიმართა. კონსერვატორებმა პარლამენტში ხმათა 46% მიიღეს, რეფორმატორებმა – 37,5 % და დამოუკიდებელმა კანდიდატებმა – 16,5%. არჩევნების მეორე ტური 55 ოლქში გაიმართება, მასში 17 მილიონი ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები