„ამ ეტაპზე, კითხვაზე, მივიღებ თუ არა რექტორის არჩევნებში მონაწილეობას, პასუხი არ მაქვს“

თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსურულებელმა დარეჯან თვალთვაძემ ამ ეტაპზე არ იცის, მიიღებს თუ არა თსუ-ს რექტორის არჩევნებში მონაწილეობას.
როგორც თვალთვაძემ ჟურნალისტებს სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, ამ ეტაპზე მას რექტორის არჩევნებში მონაწილეობის მიღების სურვილი არ აქვს, თუმცა გამორიცხული არაფერია.
რაც შეეხება ვლადიმერ პაპავას განცხადებას, რომ რექტორის არჩევნები პოლიტიკური ჩარევის გარეშე ვერ ჩაივლიდა, თვალთვაძე აცხადებს, რომ მას წინასწარ პროგნოზირება გაუჭირდება.
„ეს იმ რექტორმა თქვა, რომელიც უნივერსიტეტში დღეს რექტორი აღარ არის. მე იმავე სიტყვებს არ გავიმეორებ, არ ვიცი, როგორ ჩაივლის არჩევნები, წინასწარ ამის პროგნოზირება გამიჭირდება. მე დღეს სტუდენტებთან შეხვედრაზე ვთქვი, რომ თუ რაიმე ტიპის ჩარევა იქნება გარედან, ჩვენ ამას ყველანაირად შევეწინააღმდეგებით, რადგან სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტონომიურია“, – განაცხადა დარეჯან თვალთვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები