აშშ-ში თვითმფრინავი ფრინველთან შეჯახების შემდეგ აეროპორტში დაბრუნდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ავიაკომპანია American Airlines-ის კუთვნილი თვითმფრინავი სიეტლის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენიდან 30 წუთში უკან დაბრუნდა. ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ Airbus 321-ის ტიპის თვითმფრინავი ფრინველს შეეჯახა, რის შედეგადაც მას ცხვირი დაუზიანდა. ამის მიუხედავად, ავიალაინერი, რომლის ბორტზე 150 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა, სიეტლის აეროპორტში უპრობლემოდ დაფრინდა. ტელეკომპანია ABC News – მა ამ ფაქტის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები