საფრანგეთის პარლამენტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმებას მხარს უჭერს

საფრანგეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნას. რეზოლუციას საფრანგეთის ნაციონალური კრების 55-მა წევრმა მხარი დუჭირა. რეზოლუციის პროექტი პარლამენტში მემარჯვენე „რესპუბლიკური“პარტიის ლიდერმა ტიერი მარიანიმ შეიტანა. დეპუტატებს მაიჩნიათ, რომ ევროკავშირის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ საფრანგეთის ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება. ასევე ის უარყოფითად მოქმედებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე, რაც საფრანგეთისთვის 2015 წლის 13 ნოემბრის შემდეგ განსაკუთრებით აქტუალური გახდა. რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ სანქციები რუსეთის პოლიტიკოსების წინააღმდეგ მოსკოვისა და პარიზის ურთიერთობებზე ნეგატიურად აისახება. მიმდინარე წლის ივნისში ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელების საკითხი უნდა განიხილოს. ის 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ შემოიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები