პარიზში „შანელის“ მაღაზია გაძარცვეს

საფრანგეთის დედაქალაქში ცნობილი ბრენდის – „შანელის“ მაღაზია გაძარცვეს, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში მდებარეობს. France Info-ს ცნობით, ბოროტმოქმედებმა ჯიპით მაღაზიის შესასვლელთან მდებარე გისოსი შეანგრიეს. ამის შემდეგ მათ ქალების ჩანთები და ძვირფასეულობა გამოიტანეს, ჯიპს ცეცხლი მოუკიდეს და მოტოციკლით მიიმალნენ. წინასწარი ინფორმაციით, დამნაშავეებმა 300 ათასი ევროს ღირებულების საქონელი წაიღეს. პოლიცია გამოძიებას აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები