უკრაინის ხელისუფლებამ სავიკ შუსტერს მუშაობის უფლება დროებით აღუდგინა

უკრიანის დასაქმების სახელმწიფო სამსახურმა შეაჩერა კიევის დასაქმების საქალაქო ცენტრის გადაწყვეტილება ჟურნალისტ სავიკ შესტერისთვის მუშაობის აკრძალვის შესახებ.
როგორც ფეისბუქის უწყების ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, სავიკ შუსტერს მუშაობის უფლება წერილობითი განცხადების შემდეგ აღუდგინეს.
შეგახსენებთ, რომ 26 აპრილს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ტოქშოუ „შუსტერ ლაივის“ წამყვანს, სავიკ შუსტერს უკრაინაში მუშაობის უფლება გაუუქმეს. კიევის დასაქმების ცენტრის წარმომადგენლის, დიმიტრი შულგის თქმით, შუსტერს მუშაობის უფლება იმ მოტივით გაუუქმეს, რომ მან უწყებას ყალბი საბუთები ჩააბარა, რომლებიც მის ნასამართლეობას ეხება.
უკრაინის ფისკალური სამსახურის ცნობით, შუსტერმა საგადასახადო ორგანოებს მიღებული შემოსავლების დეკლარაცია არ წარუდგინა და 2 მილიონი გრივნის ოდენობის თანხის საგადასახადო დავალიანება არ დაფარა. შუსტერის ადვოკატი კი აცხადებს, რომ საუბარია ფინანსურ კრედიტზე იტალიაში სახლის შესაძენად, ხოლო შუსტერი ამ საქმეში მოწმედ ფიგურირებს და ოფიციალური ბრალდება მისთვის არავის წაუყენებია. სავიკ შუსტერი კანადისა და იტალიის მოქალაქეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები