მოსკოვში ჟურნალისტი იგორ ფესუნენკო გარდაიცვალა

მოსკოვში 84 წლის ასაკში ჟურნალისტი და მწერალი იგორ ფესუნენკო გარდაიცვალა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ფესუნენკო საბჭოთა პერიოდში ცნობილი იყო, როგორც პოლიტიკური მიმომხილველი და გადაცემების – „დღეს მსოფლიოში“, „კამერა მსოფლიოს უცქერს“, „საერთაშორისო პანორამა“ და „ვრემიას“ წამყვანი იყო. 1960-70-იან წლებში ფესუნენკო საბჭოთა კავშირის „გოსტელერადიოს“ კორესპონდენტი იყო სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში, კუბასა და პორტუგალიაში. სიცოცხლის ბოლო წლები ფესუნენკო მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში ლექტორად მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები