ბელგიის მეფემ ბრიუსელის მეტროს სადგური მოინახულა, სადაც ერთი თვის წინ ტერაქტი მოხდა

ბელგიის მეფე ფილიპემ მეტროს სადგური „მალბეკი“ მოინახულა, სადაც 22 მარტს ტერაქტი მოხდა. ბელგიელმა მონარქმა რიგითი მოქალაქესავით მეტროთი გაისეირნა. „მალბეკი“ ბრიუსელის საერთაშორისო კვარტალში მდებარეობს, სადაც ევროპული ინსტიტუტები, მათ შორის ევროპარლამენტი მდებარეობს.
შეგახსენებთ, რომ ბრიუსელის მეტროში 22 მარტს მომხდარ ტერაქტს 16 ადამიანი ემსხვერპლა, ასზე მეტი კი დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები