ლეონიდ ჩერნოვეცკის პირადი Facebook გვერდის მოწონებებით ყველა სხვა ქართველ პოლიტიკოსს უსწრებს

კომპანია „SocMedia Laboratory“–ს მიერ ინტერნეტ სივრცეში ჩატარებული კვლევის თანახმად, ბოლო მონაცემებით, ლეონიდ ჩერნოვეცკის Facebook გვერდზე სტაბილურად იზრდება „ლაიქების“ რაოდენობა საქართველოდან და ზოგადად, სხვა ქვეყნებიდანაც.
კვლევის თანახმად, საქართველოში ლეონიდ ჩერნოვეცკის გვერდს ჰყავს ყველაზე აქტიური აუდიტორია და ის იკავებს პირველ ადგილს რეიტინგში აქტიური მომხმარებელის ხელმომწერთა საერთო რაოდენობასთან მიმართებაში (37.06%) და ამ მაჩვენებლით წინ უსწრებს ყველა სხვა ქართველ პოლიტიკოსებს ერთად აღებულს.
აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 11 მარტიდან 15 აპრილის ჩათვლით ქართველ ხელმომწერთა რიცხვი ლეონიდ ჩერნოვეცკის გვერდზე გაიზარდა 28,77%-ით, ხოლო ქართველ ხელმომწერთა საერთო რაოდენობა გაიზარდა 15%-ით და მიაღწია ხელმომწერთა 235 696 –იან მაჩვენებელს.
აგრეთვე, კვლევის ერთ–ერთი შემადგენელი ნაწილის თანახმად, ლეონიდ ჩერნოვეცკის შვილის გაბრიელის დაბადების დღის „პოსტმა“ 29 ათას ლაიკზე მეტი, 1700 კომენტარზე მეტი და დაახლოებით 900 გაზიარება მოაგროვა, შედეგად კი შევიდა გაზაფხულის ტოპ 5-ში, როგორც ყველაზე საკითხავი პუბლიკაცია.
„ფოტოზეა ჩემი შვილი გაბრიელია, ის დღეს გახდა ორი წლის. ეს სახელი მე და ჩემმა ცოლმა დავარქვით ჩემი ბაბუის საპატივცემულოდ, რომელიც კომუნისტებმა 1926 წელს დამარხეს მიწაში. პატარა გაბრიელს ჯერ არ შეუძლია თავისი სახელის წარმოთქმა და თავის თავს ეძახის გაბოს. ეს ბავშვი ძალიან ბევრ სიხარულს მანიჭებს. მე მეძახის „დიდს და ძლიერს“ და ასევე „ბატონოს“.-ასე ასწავლეს მას სახლში. აგრეთვე მახარებს, რომ ათასობით ასეთი პატარა საქართველოში და უკრაინაში იმყოფება ჩემი მეურვეობის ქვეშ. განსაკუთრებით საქართველოში, სადაც მე გავხსენი ორი ბავშვთა სახლი, სადაც ბავშვებს აქვთ ისეთივე სათამაშოები და კვება და ტანსაცმელი, როგორიც ჩემს შვილს“.
ტოპ 5 პუბლიკაციებში შევიდა აგრეთვე ირაკლი ღარიბაშვილის, კახა კალაძის, გიორგი მარგველაშვილის და ნინო ბურჯანაძის პოსტები.
ჩატარებული კვლევის მეთოდოლოგია გულისხმობდა მხოლოდ საჯარო პირების და კომპანიების ოფიციალური გვერდების მონაწილეობას რეიტინგებში. მონაცემები შეგროვებულია 2016 წლის 15 არილის მდგომარეობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები