ალეპოს დაბომბვის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა

სირიის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ალეპოს საავადმყოფო და მიმდებარე საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაიღუპა. სააგენტო „ფრანს-პრესის“ ცნობით, დაიბომბა საავადმყოფო „ელ-კუდსი“, რომელიც ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. მონიტორინგული გამოცემა Syrian Observatory for Human Rights-ის ცნობით, დაღუპულთა შორის საავადმყოფოს დაცვის თანამშრომლები და ექიმია. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, მთლიანად ბოლო 6 დღის განმავლობაში სამთავრობო ძალების მიერ ალეპოს დაბომბვის შედეგად 49 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები