ეკა ბესელია და ძმები ბერძენიშვილები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ბიუროს სხდომაზე დეპუტატი ეკა ბესელია და ძმები ბერძენიშვილები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. კამათის მიზეზი საბავშვო ბაღების რეფორმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი გახდა. ლევან და დავით ბერძენიშვილები თვლიან, რომ პროექტის არსებული სახით მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ბევრი კარგი დაწესებულება დაიხუროს.
დავით ბერძენიშვილმა ბიუროს სხდომაზე უმრავლესობას, კენჭისყრისას, მათი ალტერნატივის გათვალისწინება სთხოვა.
საპასუხოდ, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ შემოთავაზებული წინადადება დაგეგმილი რეფორმის მთელს კონცეფციას ცვლის, რისი გაკეთებაც, მეორე მოსმენით კენჭისყრის წინ ვერ მოხდება. ამასთან, დეპუტატი თვლის, რომ ბერძენიშვილების წინადადების გათვალისწინების შემთხვევაში, დარტყმის ქვეშ მთელი რეფორმა დგება.
”შემოთავაზებით, შემოდის ისეთი ფორმულირება, რომელიც ამბობს, რომ შეიძლება არსებობდს სრულიად სხვადასხვაგვარი მიმდინარეობები, სრულიად სხვადასხვაგვარი სწავლების მეთოდიკა – ეს დღეს ისედაც გვაქვს და მაშინ, რაღას ვცლით?! გვაქვს შერეული მეთოდიკა, შერეული ასაკი, შერეული მიმართულებები და აბსოლუტურად უკონტროლი სიტუაცია”, – განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები