თურქეთის ქალაქ ბურსაში ტერაქტთან დაკავშირებით 15 პირი დააკავეს

თურქეთის ქალაქ ბურსაში ოთხშაბათს მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით 15 პირია დაკავებული. ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ეფკან ალამ განაცხადა.
აფეთქება ოთხშაბათს, ქალაქ ბურსას ცენტრში განლაგებულ ულუ ჯამის მეჩეთთან მოხდა. ხელისუფლების ინფორმაციით, ტერაქტი თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა მოაწყო. ის ერთადერთი დაღუპულია. დაჭრილია 13 ადამიანი. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი უახლოეს მომავალში ბურსაში ჩასვლას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები