ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის გამოცდა წარუმატებლად დასრულდა

ჩრდილოეთ კორეის მიერ საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტის გამოცდა წარუმატებლად დასრულდა. ამის შესახებ სამხრეთ კორეის მედია იუწყება.
სააგენტო „იონჰაპის“ ინფორმაციით, რაკეტა გაშვებიდან რამდენიმე წამში ჩამოვარდა. ამავე ინფორმაციის მიხედვით, ჩრდილოეთ კორეის სამხედროებმა, სავარაუდოდ, „მუსუდანის“ ტიპის რაკეტა გაუშვეს. ის 15 აპრილსაც გამოსცადეს, მაგრამ აფრენიდან რამდენიმე წამში აფეთქდა. სამხრეთ კორეაში ვარაუდობენ, რომ ამ რაკეტის ფრენის მანძილი 2 500 კილომეტრს შეადგენს, რაც მას საშუალებას აძლევს, მიაღწიოს სამხრეთ კორეამდე, იაპონიამდე და ამერიკის კუნძულ გუამამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები