კემერონი – ევროკავშირიდან გასვლა ხელფასებზე და ფასებზე უარყოფითად აისახება
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა და ტრედ-იუნიონთა ბრიტანული კონგრესის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ბრენდან ბარბერმა ქვეყნის მოსახლეობა ევროკავშირიდან გასვლის შემთხვევაში მძიმე შედეგების შესახებ გააფრთხილეს.
გაზეთ „გარდიანში“ გამოქვეყნებულ სტატიაში კემერონმა და ბარბერმა აღნიშნეს, რომ ევროკავშირიდან გასვლა უარყოფითად აისახება ხელფასებზე და ფასებზე.
„ღია ვაჭრობის შეზღუდვა წარმოების შემცირებას იწვევს. არა აქვს მნიშვნელობა, მუშაობთ თქვენ ავტოქარხანაში, ფაბრიკაში, მაღაზიაში თუ ოფისში. თქვენ სახლში ყოველი თვის ბოლოს ნაკლებ ფულს მიიტანთ, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ევროკავშირში დავრჩებით“, – წერენ პოლიტიკოსები.
კემერონი და ბარბერი აღნიშნავენ, რომ ევროკავშირიდან გასვლა, პირველ რიგში, იმ ოჯახებზე აისახება, რომლებსაც ისედაც მძიმე ცხოვრება აქვთ, ვინიდან ცხოვრება გაძვირდება, ხოლო სამუშაო ადგილები შემცირდება.