გაერო მოუწოდებს აშშ-ს და რუსეთს, სირიაზე მოლაპარაკება განაახლონ

სირიის საკითხზე გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა სტაფან დე მისტურამ აშშ-ს და რუსეთს მოუწოდა, სირიის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებები გადაარჩინონ. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. მისი თქმით, სირიაში სამშვიდობო შეთანხმება „ძლივს სუნთქავს“. დე მისტურას მიაჩნია, რომ სამშვიდობო გეგმა შეიძლება ნებისმიერ მომენტში ჩაიშალოს. ამასთან დაკავშირებით დიპლომატმა მოუწოდა მოსკოვსა და ვაშინგტონს, დაუყოვნებლივ მიიღონ შესაბამისი ზომები „უმაღლეს დონეზე“, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნებას და მოლაპარაკების განახლებას ხელს შეუწყობს. ცნობისთვის, ბოლო დღეებში სირიაში კვლავ შეინიშნება საბრძოლო მოქმედებების ესკალაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები