ვადაგასული პესტიციდების საქართველოდან გატანა მოხდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ევროკავშირისა (EU) და გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგანიზაციის (FAO) პროექტის -“ვადაგასული პესტიციდების ლიკვიდაციისა და გამოუყენებელი საშიში ქიმიური ნივთიერებების რეგულირების მოდელი“ ფარგლებში, ახორციელებს 208 ტონა ვადაგასული პესტიციდის გატანას საქართველოდან საფრანგეთში მათი შემდგომი გაუვნებელყოფის მიზნით. ნარჩენების გადაზიდვა ხორციელდება ბაზელის კონვენციით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ Polyeco განახორციელა საქართველოს ტერიტორიაზე 208 ტონა ვადაგასული პესტიციდის შეგროვების, შეფუთვის და დროებითი განთავსების სამუშაოები.
პროექტის ფარგლებში ასევე განხორციელდა ვადაგასული პესტიციდების ინვენტარიზაცია ქვეყნის მასშტაბით და ვადაგასული პესტიციდების იდენტიფიცირება. შეფასდა დაბინძურებული ტერიტორიები და პესტიციდების სასიცოცხლო ციკლი, გაიმართა ცნობიერების ამაღლების მართვის კამპანიები პესტიციდების უსაფრთხო გამოყენებასთან დაკავშირებით ფერმერებისათვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები