ბაქო – ყარაბაღში კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის დაცვით არის შესაძლებელი

მთიან ყარაბაღში კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის დაცვით არის შესაძლებელი. ამის შესახებ პეკინში გამართულ კონფერენციაზე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხალაფ ხალაფოვმა განაცხადა. „ძალზე მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვა და გაეროს რეზოლუციების შესრულება მოითხოვოს“, – განაცხადა ხალაფოვმა. მისი თქმით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი საერთაშორისო სტაბილურობას საფრთხეს უქმნის. ხალაფოვმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანს ამ საკითხში საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერის იმედი აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები