დავით უსუფაშვილი “რუსთავი 2“-ის საქმეზე: ჩვენი პრიორიტეტია, რომ სასამართლო და მედია იყოს დამოუკიდებელი

თუკი რამე გადაწყვეტლება იქნება მიღებული, ეს იქნება დამოუკიდებელი სასამართლოების გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცთან შეხვედრის შემდეგ, “რუსთავი 2”-ის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტია, რომ სასამართლო და მედია იყოს დამოუკიდებელი.
„თუკი რამე გადაწყვეტლება იქნება მიღებული, ეს იქნება დამოუკიდებელი სასამართლოების გადაწყვეტილება. ჩვენი პრიორიტეტია, რომ სასამართლო და მედია იყოს დამოუკიდებელი. მედიის დამოუკიდებლობა ნიშნავს დამოუკიდებლობას არა მხოლოდ ბატონი შულცისგან, არამედ ბატონი უსუფაშვილისგანაც. დამოუკიდბელობაში ჩვენ ვგულისხმობთ დამოუკიდებლობას”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ამასთან, როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობა ორგანიზაციამ – “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” შეაფასა, სადაც ნაჩვენებია, რომ საქართველოს მუდმივად პროგრესი აქვს.
„წინა წელთან შედარებით, ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით წინ. ეს არის იმ ორგანიზაციის შეფასება, რომელიც საქართველოს ნებისმიერი პოლიტიკური ძალების პოლიტიკური კონტროლისგან თავისუფალია. თუმცა, იმასაც ვხედავ, რომ ბევრი ქვეყანა მედიის თავისუფლების სტანდარტების მიხედვით საქართველოს წინ უსწრებს. ჩვენ გვაქვს წინსვლის ამბიცია და მჯერა, რომ ეს პროცესი გაგრძელდება“,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები