ირალი ლექვინაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები სიტუაციის დაძაბვას ცდილობდნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან ადგილი ჰქონდა სიტუაციის დაძაბვის მცდელობას“, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც ლექვინაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დეპუტატებს ჰქონდათ მცდელობა, რომ ჩაჭრილიყვნენ სხდომის მიმდინარეობაში, რამაც დისკომფორტი გამოიწვია. მერის მოადგილის განმარტებით, თბილისის მთავრობის წევრების მხრიდან იყო გარკვეული შეპასუხება. თუმცა, მისივე თქმით, არ ყოფილა რაღაც რადიკალური დაპირისპირება.
„მთავრობის სხდომა, დღის წესრიგის საკითხებიდან გამომდინარე, დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. მას ხელმძღვანელობს თბილისის მერი, რომელიც მიყვება დღის წესრიგს. ”ნაციონალური მოძრაობის” წევრების შემოსვლა არ იყო დაგეგმილი, ამიტომ ჩვენ ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელეთ სხდომა“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
თბილისის მერის მოადგილის თქმით, სხდომაზე შეურაცხყოფის მიყენებას ადგილი არ ჰქონია.
დღეს მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა, რომელზეც თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დასწრება სცადეს. ირაკლი აბესაძე, სევდია უგრეხელიძე და საკრებულოს სხვა დეპუტატები სხდომაზე მივიდნენ და როგორც განაცხადეს, მთავრობის წევრებთან სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები