ცესკოს თავმჯდომარემ 2015 წლის ანგარიში წარადგინა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ სასტუმრო ”თბილისი მარიოტში” 2015 წლის ანგარიში წარადგინა. პრეზენტაციას პარტიების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
თამარ ჟვანიას თქმით, 2015 წელს ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი გაკეთდა, რის გამოც შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო განათლების და განვითარების წელი.
„ჩვენ 2015 წელს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი გავაკეთეთ, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეს იყო განათლების და განვითარების წელი. დავიწყეთ ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტები, გავაუმჯობესეთ მომსახურება და სერვისი ამომრჩევლებისთვის, შევქმენით ბევრი ახალი რესურსი, შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო როგორც განვითარების, ასევე 2016 წლისთვის მომზადების წელი“, – აღნიშნა თამარ ჟვანიამ.
რაც შეეხება „ქართული დასის“ ლიდერს, ჯონდი ბაღათურიას, ის თვლის, რომ ცესკოს 2016 წლის პროგნოზი ნეგატიურია.
„ცესკოს არ ჰქონია სერიოზული გამოწვევები, ამიტომ შეუძლებელია, პოზიტიურად ან უარყოფითად სერიოზული შეფასება გაკეთდეს. თუმცა ჩვენი 2016 წლის პორგნოზი არის ნეგატიური, საოლქო და საუბნო კომისიებში 80%-ით წარმოდგენილია არსებული ხელისუფლება. შესაბამისად, ხელისუფლებას, რომელსაც აღარც ნდობა, აღარც ავტორიტეტი და რეიტინგი აქვს, ცდილობს არჩევნების გაყალბების გზით შეინარჩუნოს ძალაუფლება. ჩვენ ვფიქრობთ, ცესკო, სამწუხაროდ, ჩართული იქნება ამ პროცესში“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები