ირანის სამხედრო უწყება: თეირანი სარაკეტო თავდაცვის პროგრამას განავითარებს

ირანის „სარაკეტო თავდაცვისუნარიანობის“ გამყარებას დაბრკოლებას ვერავინ შეუქმნის. ამის შესახებ ირანის თავდაცვის მინისტრმა, ჰოსეინ დეკჰანმა განაცხადა.
„ირანი, საკუთარი მიზნების და რაციონალური ინტერესების უზრუნველსაყოფად, ყველაზე მაღალ დონეებზე გადადგამს ნაბიჯებს შეიარაღებული ძალების სამხედრო აღჭურვილობისკენ და ამ გზაზე ვერანაირი ნება, ან ორგანიზაცია თავდაცვისუნარიანობის განვითარებას და ამაღლებას დაბრკოლებას ვერ შეუქმნის, განსაკუთრებით ეს ირანის სარაკეტო თავდაცვისუნარიანობას ეხება“, – განაცხადა მინისტრმა.
ამის გარდა, სამხედრო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სხვა ქვეყნების უსაფრთხოებას  ირანი საფრთხეს არასდროს უქმნიდა და არც შეუქმნის მომავალში.
„ირანი არასდროს ქმნიდა, არც მომავალში შეუქმნის საფრთხეს და არ განახორციელებს შეტევას სხვა ქვეყნების უსაფრთხოებაზე და გმობს აგრესიისა და ძალის გამოყენებას სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ“ , – აღნიშნა მინისტრმა დეკჰანმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ირანი საკუთარ პროგრამებს აგრძელებს და აქცენტს მწარმოებელ ძალებზე, პარტნიორობაზე, თანამშრომლობაზე აკეთებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები