ლავროვი: აშშ-ის ქმედებები გლობალური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის შესაქმნელად – დესტრუქციული ფაქტორია

აშშ-ის და მათი მეკავშირეების ქმედებები გლობალური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის შესაქმნელად – მნიშვნელოვანი დესტრუქციული ფაქტორია. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავრომა განაცხადა.
მინისტრის თქმით, იგი ეთანხმება ევროკომისიის ხელმძღვანელის, ჟან-კლოდ იუნკერის მოსაზრებას, რომ რუსეთთან ურთიერთქმედებების გარეშე უსაფრთხოების საიმედო არქიტექტურის შექმნა შეუძლებელია.
„შეესაბამება კი ამ მიზანს ის, რასაც დასავლური პარტნიორები აკეთებენ? ეგრეთ წოდებულ აღმოსავლურ ფლანგზე ნატოს მიერ აშშ-ის კონტინგენტის და მათი მეკავშირეების უწყვეტი როტაცია მიმდინარეობს, ყოველდღიურად სწავლებები გრძელდება, ახალი სამხედრო ინფრასტრუქტურის ფორმირება ხდება. ერთობლიობაში ეს ნაბიჯები რუსეთის ფედერაცია-ნატოს აქტს ეწინააღმდეგება… აშშ-ს და მათი მეკავშირეების ქმედებები გლობალური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის შექმნის სფეროში მნიშვნელოვან დესტრუქციულ ფაქტორად რჩება, რომელიც სტრატეგიულ სტაბილურობას რისკს უქმნის“, – განაცხადა ლავროვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები