"ლექსების გამოფენა" გრძელდება
ბათუმში, ლიტერატურულ კონკურსში “ლექსების გამოფენა“ ამ დროისთვის 423 ლექსი და 291 “ასი სიტყვაა” მიღებული. კონკურსის შედეგები, სავარაუდოდ, 15-17 აპრილს იქნება ცნობილი. როგორც კონკურსის ორგანიზატორმა, ზაზა ფირცხალაიშვილმა “კვირას“ აცნობა: – მოგახსენებთ, რომ ჟიურის წევრებს ნაწარმოებები დანომრილი, ავტორთა ვინაობის მითითების გარეშე გაეგზავნებათ. საუკეთესო ქულების მქონე ნაწარმოებები (საშუალოდ 55 ლექსი და 45 პროზა) ფინალში გადავა. ფინალურ ეტაპზე გადასული ნაწარმოებებიდან საუკეთესო ქულების მქონე 15 ლექსი და 10 მინიატიურა ფინალურ ეტაპზე ბათუმში გადაეცემა ჟიურის (აქაც ავტორთა ვინაობის მითითების გარეშე), შესარჩევ ეტაპზე დაწერილი ქულები ანულირდება და ამ ნაწარმოებებიდან მოხდება საუკეთესო პირველი, მეორე და მესამე ადგილების გამოვლენა. 20-22 აპრილისთვის ფინალისტთა სია გამოქვეყნდება. ყველას ვუსურვებთ წარმატებას!
ცნობილია, რომ კონკურსის ფინალისტებისთვის პოეტებსა და პროზაიკოსებს შორის, წელსაც დაგეგმილია ტრადიციული, ამხანაგური საფეხბურთო მატჩისა და ნარდის ჩემპიონატი.