ჩრდილოეთ კორეის არმიიდან გაქცეულმა ქალმა მისი მუდმივი გაუპატიურების შესახებ განაცხადა

კორეის ეროვნულ-დემოკრატიული რესპუბლიკის არმიაში ქალების სექსუალური ძალადობა და მათი უფლებების უხეში დარღვევა ხდება. ამის შესახებ „ახალი კორეის ქალთა ალიანსის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს.
ალიანსის თავმჯდომარის, ცოი სუ ჰიანის თქმით, ერთ-ერთი ექთანი, რომელიც ჩრდილოეთ კორეიის არმიიდან გაიქცა, სამხედროების მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი თითქმის ყოველდღე ხდებოდა. როდესაც ექთანმა არმიაში ეს ინფორმაცია გაასაჯაროვა და დახმარება ითხოვა, ქალი სამხედრო სამსახურიდან გააგდეს. ამ თემასთან დაკავშირებით „ახალი კორეის ქალთა ალიანსმა“ სეულში მიტინგი გამართა. ორგანიზავიის თავმჯდომარის, ცოი სუ ჰიანის თქმით, ის თავადაც მსახურობდა ჩრდილოეთ კორეის არმიაში და იცის, რომ 120 ჯარისკაციდან მის ქვედანაყოფში იყო 20 მამაკაცი -ოფიცერი, რომელთაგან 2 მათ დაქვემდებარებაში მყოფ პრაქტიკულად ყველა ქალს მუდმივად აუპატიურებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები