სააღდგომოდ თბილისი-სენაკი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებელი დაინიშნება

სააღდგომოდ თბილისი-სენაკი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებელი დაინიშნება. ინფორმაციას “საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.
”აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, სს “საქართველოს რკინიგზა“ 28 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით, ყოველდღიურ მსვლელობაში დამატებით ნიშნავს ჩქარ ელექტრომატარებელს თბილისი-სენაკი-თბილისის მიმართულებით (878/877). გასვლა თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან 10:25 საათზე, ჩასვლა სენაკში 14:37 საათზე, სენაკიდან გამოსვლა 19:35 საათზე, ჩამოსვლა თბილისში – 23:45 საათზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები