ობამა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებას მხარს უჭერს

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებას მხარს უჭერს. ამის შესახებ ობამამ გერმანიის ქალაქ ჰანოვერში ინდუსტრიულ გამოფენა-გაყიდვა Hanover Messe-ზე განაცხადა.
„მე რუსეთთან კარგი ურთიერთობები მსურს და მათი გაუმჯობესებისთვის ბევრი რამ გავაკეთე, მაგრამ მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები შენარჩუნდება, ვიდრე ის მინსკის შეთანხმებებს არ შეასრულებს“ – განახადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
რუსეთის გარდა, ობამა სირიაში არსებულ ვითარებასაც შეეხო. კერძოდ, თეთრი სახლის ლიდერმა სირიაში შეერთებული შტატების სამხედრო დაჯგუფების გაზრდის შესახებ განაცხადა. ის 50-დან 300 სპეცრაზმელამდე გაიზრდება. კონტინგენტში სამხედრო ექიმებიც შევლენ. ობამას თქმით, დაჯგუფების მთავარი მიზანია, სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მოქმედი დაჯგუფებების გაწვრთნა და მხარდაჭერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები