თურქული ქალაქის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა

სირიის ტერიტორიიდან თურქული ქალაქ კილისის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 10 დაიჭრა. თურქეთის ვიცე-პრემიერის, იალცინ აკდოგანის განცხადებით, სირიის ტერიტორიიდან გამოშვებული რამდენიმე ჭურვი რეგიონის გუბერნატორის ოფისიდან 100 მეტრში დაეცა. თურქეთის არტილერიამ „ბოევიკებს“ საპასუხო ცეცხლი გაუხსნა. Hurriyet Daily News-ის ინფორმაციით, იანვრის დასაწყისიდან 16 ადამიანი დაიღუპა. თურქეთის ტერიტორიას ცეცხლი სირიიდან „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებადი პოზიციებიდან გაუხსნეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები