ნოდარ ჯავახიშვილი: ხუთთვიანი წინასაარჩევნო კამპანია ძალიან სერიოზულ პრობლემებს შექმნის

თქვენ გგონიათ, რომ მე მომრიგებელი მოსამართლე ვარ პრეზიდენტსა და პრემიერს შორის?!- ასე მიმართა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა ჟურნალისტებს, წინასაარჩევნო კამპანიის თარიღის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ. მინისტრი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული საკითხი მოლაპარაკებებით მოგვარდება.
„თქვენ გგონიათ, რომ მე მომრიგებელი მოსამართლე ვარ პრეზიდენტსა და პრემიერს შორის?! – რასაკვირველია, ხუთთვიანი წინასაარჩევნო კამპანია ძალიან სერიოზულ პრობლემებს შექმნის. მე არ ვთვლი, რომ ამის აუცილებლობა არსებობს. ბოლოს და ბოლოს, 25 წელია საარჩევნო რეჟიმში ვიმყოფებით და ჯერ ამის აუცილებლობა არ გვქონია. მაგრამ მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს საკითხები მოგვარდება მოლაპარაკებებით და ყველაფერი ისე იქნება, როგორც ქვეყნისთვის უკეთესია. ვფიქრობ, არც ამომრჩეველი და არც არჩევნებში მონაწილე სუბიექტები არ დაზარალდებიან”, – განაცხადა ჯავახიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები