კვორუმის უქონლობის გამო მთავრობის სხდომა გადაიდო

საქართველოს მთავრობის დღეს დაგეგმილი სხდომა გადაიდო.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი კვორუმის უქონლობაა.
მათი განმარტებით, მინისტრების ნაწილი საქართველოში არ იმყოფება, მათ შორის უამინდობის გამო სტამბოლიდან ჩამოფრენა ვერ შეძლო სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა.
”უამინდობის გამო წუხელ არ შესრულდა სტამბოლი-თბილისის რეისი, რის გამოც პაატა ზაქარეიშვილმა საქართველოში ჩამოსვლა ვერ შეძლო. ასევე თბილისში არ იმყოფება სხვა მინისტრების ნაწილიც”, – აღნიშნეს მთავრობის ადმინისტრაციაში და დასძინეს, რომ თავად პრემიერ-მინისტრი სტრასბურგიდან დაბრუნდა.
მთავრობის სხდომა 09:00 საათზე იყო ჩანიშნული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები