გიორგი კვირიკაშვილი: ვისურვებდი, „რუსთავი 2“ ვნახო ისეთივე მწვავე, როგორიც არის ახლა

„რუსთავი 2“-ის საქმე ერთი მხრივ არის საკუთრების, მეორე მხრივ კი, მედიის თავისუფლების საკითხი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე „რუსთავი2“-ის საკითხთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მისი სურვილია, „რუსთავი 2“ ნახოს ისეთივე მწვავე, როგორიც ახლაა.
„საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას, მე გავაკეთე რამდენიმე განცხადება, რომელშიც დავიცავი „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობა. გამოვედი ინიციატივით, შექმნილიყო საბჭო არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებისგან და მედიის წარმომადგენლებისგან, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკა. თუმცა, შეგახსნეებთ, რომ ამ საქმეს ორი განზომილება აქვს და მისი მეორე განზომილება საკუთრების უფლებას ეხება. მთავრობას არ შეუძლია, არანაირი ფორმით სასამართლო საქმეში ჩარევა. თუკი მკითხვათ, როგორია ჩემი მოსაზრება, გეტყვით, რომ მე ვისურვებდი, ვნახო „რუსთავი 2“ ისეთივე მწვავე, როგორიც არის ახლა, ისეთივე ოპოზიციური მთავრობის პოლიტიკისადმი, როგორიც არის ახალა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები