ილიას ზუროსი საქართველოს კალათბურთის ნაკრებს ივლისში შეხვდება

საბერძნეთში საქართველოს ელჩი იოსებ ნანობაშვილი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების ახალ მწვრთნელს, ილიას ზუროსს შეხვდა.
როგორც „კვირას“ საბერძნეთში საქართველოს საელჩოში განუცხადეს, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ზუროსი საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებს იმ პერიოდში ჩაიბარებს, როდესაც საქართველოს ნაკრები ძალზე მნიშვნელოვან შედეგებს აღწევს. ამდენად, ქართული საზოგადოების მოლოდინია, რომ ზუროსის ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრები შემდგომი პროგრესის დემონსტრირებას შეძლებს.
ზუროსის განცხადებით, იგი აცნობიერებს ამ პასუხისმგებლობას და უაღრესად მოხარულია, რომ მოუწევს საბერძნეთის დიდი ხნის მეგობარი ქვეყნის, საქართველოს ნაკრების გაწვრთნა.
ილიას ზუროსი, რომელიც საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებსა და რამდენიმე წამყვან ევროპულ კლუბს ხელმძღვანელობდა, საქართველოში გამგზავრებას ივლისში გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები