გიორგი კვირიკაშვილი: საქართველომ მუსულმან მესხებთან დაკავშირებით ვალდებულებები შეასრულა

საქართველომ მუსულმან მესხებთან დაკავშირებით ვალდებულებები შეასრულა, – ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბელაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხდა.
როგორც კვირიკაშვილმა თურქეთის წარმომადგენლის კითხვაზე საპასუხოდ აღნიშნა, მიღებულია კანონი საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკიდან იძულებით გადასახლებული პირების რეპატრიაციის შესახებ.
„რეპატრიატის სტატუსი უკვე მიენიჭა 1533 იძულებით გაადადგილებულ პირს. აზერბაიჯანის 479 მოქალაქეს აქვს რეპატრიანტის სტატუსი და მიიღო საქართველოს მოქალაქეობა. ეს პროცესი კიდევ გრძელდება. საქართველოს მთავრობის განკარგულება დაბრუნებული პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის გამარტივების შესახებ 2010 წელს დამტკიცდა. რეპატრაციის სტრატეგია, რომელიც დაფუძნებულია ყველა მოქალაქის თანაწორულფებიანობის, არადისკრიმინაციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერის პრინციპზე, 2014 წელს დამტკიცდა. თუმცა მე-20 საუკუნის 40-იან წლებში იძულებით გადასახლებული პირებისთვის მოქალაქეობის მიღების 2-წლიანი პროცედურის დაჩქარების საკითხს შესაბამისი სამთავრობო უწყებები განიხილავენ და სავარაუდოდ, პოზიტიური გადაწყვეტილება მიღებული იქნება უახლოეს მომავალში“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები