ლევან ბერძენიშვილი: პრემიერი იქცეოდა, როგორც ნამდვილი ევროპელი

პრემიერის გამოსვლის სტილი იყო ევროპული, აუღელვებელი, საქმიანი და რაც მთავარია, ძალიან ინფორმაციული, – ასე აფასებს ”რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლას.
”პრემიერის გამოსვლის სტილი იყო ევროპული, აუღელვებელი, საქმიანი და რაც მთავარია, ძალიან ინფორმაციული. კითხვებზე პასუხებს თავი არ აარიდა და ყველა კითხვას უპასუხა, მაქსიმალურად კორექტული იყო. არცერთ მომენტში არ გაღიზიანდა. იქცეოდა, როგორც ნამდვილი ევროპელი. სასიამოვნო საყურებელია, როცა ჩვენი ქვეყნის პრემიერს აქვს საშუალება, ამ სტილში გამოვიდეს”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები