ეკა ბესელია: პრემიერის გამოსვლა იყო პირდაპირი, ნათელი, ძალიან გულწრფელი, მკაფიო და დამაჯერებელი

პრემიერის გამოსვლა იყო პირდაპირი, ნათელი, ძალიან გულწრფელი, მკაფიო, დამაჯერებელი, რეალური სურათის შემქმნელი – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლას.
ეკა ბესელია ფიქრობს, რომ პრემიერმა ევროპელ კოლეგებში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
”პრემიერის გამოსვლა იყო პირდაპირი, ნათელი, ძალიან გულწრფელი, მკაფიო, დამაჯერებელი, რეალური სურათის შემქმნელი. მე ვფიქრობ, რომ არანაირი მანიპულაციის საფუძველი არ დარჩათ ჩვენს ოპონენტებს და არანაირი სივრცე აღარ დარჩა იმისთვის, რომ წარმოაჩინონ რეალობა, სრულიად საპირისპიროდ. პრემიერმა დატოვა ძალიან დადებითი და ძალიან კარგი შთაბეჭდილება ჩვენს კოლეგებში”, – განაცხადა ეკა ბესელიამ სტრასბურგში, ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები