გაეროს გენერალური მდივნის, ბან კი მუნის ვიზიტი სამხრეთ კავკასიის რეგიონში გადაიდო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ გაეროს გენერალური მდივანის ბან კი მუნის ვიზიტი სამხრეთ კავკასიის რეგიონში გადაიდო.
როგორც “კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამის შესახებ განცხადება გაეროს გენერალური მდივნის პრეს-ოფისმა გააკეთა. ამასთან, როგორც უწყებაში აცხადებენ, საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დღეს გამართავს შეხვედრას გენერალური მდივნის კაბინეტის ოფისში და დამატებითი დეტალები ამის შემდეგ გახდება ცნობილი საქართველოში პან კი მუნის ვიზიტი 23 აპრილისთვის იყო დაგეგმილი, რის შემდეგაც ის სომხეთსა და აზერბაიჯანში უნდა ჩასულიყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები