ლუკაშენკო – ბელორუსებს არ სურთ, რუსეთის „ხელის ბიჭები“ იყვნენ

ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელორუსებს არ სურთ, რუსეთის „ხელის ბიჭები“ იყვნენ და მოსკოვმა ეს უნდა გაიგოს. ამასთანავე, ბელორუსმა ლიდერმა აღნიშნა, რომ მინსკი მოსკოვისთვის ზურგის შექცევას არ აპირებს. ამის შესახებ ლუკაშენკომ ბელორუსიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მინდა, რუსეთის მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ, რომელიც თქვენთან ერთ სახლში ვცხოვრობთ, მაგრამ ცალკე ბინა გვაქვს. ეს პატარა ბინაა, მაგრამ საკუთარი ბინა. სხვათა შორის, იგივე განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმაც“, – აცხადებს ლუკაშენკო.
„ამაზრზენია, როდესაც ზოგიერთი ანგაჟირებული ადამიანი რუსეთში გაიძახის, რომ ჩვენნთან რბილი ბელორუსიზაცია მიმდინარეობს და რაც აქ ხდება, 180 გრადუსით შემობრუნებას ნიშნავს. ეს ჩემთვის გაუგებარია, საით უნდა შევბრუნდეთ, არ მესმის“, – განაცხადა მან. ლუკაშენკომ მოუწოდა რუს პოლიტიკოსებს, ამ განცხადებებს შეეშვან, ვინაიდან რუსები და ბელორუსები იყვნენ და იქნებიან ძმები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები