პრემიერი: ჩვენ გადაწყვეტილი გაქვს, საქართველოს ისტორიაში ყველაზე სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები ჩავატაროთ

ჩვენ გადაწყვეტილი გაქვს, საქართველოს ისტორიაში ყველაზე სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები ჩავატაროთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქართულმა მხარემ უკვე გაუგზავნა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ორგანიზაციას მოწვევა, რომ მისი წარმომადგენლები ჩამოვიდნენ საქართველოში და დააკვირდნენ წინასაარჩვენო პროცესს.
„სამწუხაროდ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩვენი მოქალაქები ვერ მიიღებენ ამ არჩევნებში მონაწილეობს. ჩვენ უკვე გავუგზავნეთ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ორგანიზაციას მოწვევა, რომ მისი წარმომადგენლები ჩამოვიდნენ საქართველოში და წინასაარჩვენო პროცესს დააკვირდნენ. ჩვენი მზიანია, უზრუნველყოფილი იყოს წინასაარჩევნო პროცესის გამჭვირვალეობა. ჩვენ გადაწყვეტილი გაქვს ჩავატაროთ საქართველოს ისტორიაში ყველაზე სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები