გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ არ ვართ ისეთი ქვეყანა, რომელიც უკანონოდ ყრის ადამიანებს ციხეებში

ჩვენ არ ვართ ისეთი ქვეყანა, რომელიც უკანონოდ ყრის ადამიანებს ციხეებში, რაც ხდებოდა რამდენიმე წლის წინ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღეს პოტენციური სისტემა არ არის მასობრივი ტერორისა და შურისძიების ნაწილი.
”ჩვენ არ ვართ ქვეყანა, რომელიც ჯიბეში გიყოფს ხელს და გართმევს, რომელსაც ახლობლებზე მიაქვს იერიში. ჩვენ ვართ ქვეყანა და ისეთი ხალხი, რომელსაც ღრმად, გულში გვიდევს ქართველობა. საპროცესო გარიგება უკვე აღარ მუშაობს როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი, ემსახურება სამართალს და არა ხელისუფლებას. პოტენციური სისტემა არ გახლავთ მასობრივი ტერორისა და შურისძიების ნაწილი. ჩვენ მივაღწიეთ განვითარების უმაღლეს დონეს? – რა თქმა უნდა – არა. ასეთი არც არავინ გახლავთ ევროპაში. ჩვენ უტოპისტები არ ვართ, მაგრამ წინსვლა, და თუ ამას უტოპიას უწოდებთ, იმ ქვეყნის ფილოსოფიის ცენტრშია, რომელმაც შვა ღვინო და რომელსაც გააჩნია ათასობით წლის ისტორია”, – აღნიშნა პრემიერმა.
მისი თქმით, 2016 წლის სამოქმედო გეგმა, შეთანხმებული საქართველოს და ევროსაბჭოს შორის აკეთებს აქცენტირებას პენიტენციურ და სასამართლო რეფორმირებაზე. მთავრობის მეთაურის თქმით, 2013 წლიდან დღემდე ჩატარდა სამი რეფორმის ტალღა, სასამართლო პროცესების გამჭვირვალობა გამყარდა, რათა თანაბარი სათამაშო პირობები შეიქმნას. ”ჩვენ ვართ პირველი მთავრობა დამოუკიდებლობის შემდეგ, რომლისაც არ ეშინიათ და ეს გახლავთ ის მიღწევა, რომლითაც ალბათ ყველაზე მეტად ვამაყობთ, სირცხვილს ვგრძნობთ, რომ კანონის უზენაესობა ვერ ფარავს ოკუპირებულ ტერიტორიებს. ჩვენ ვახორციელებთ ჩვენს მიზნებს, როგორც შეგვიძლია და სადაც შეგვიძლია”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები