პრემიერი: ჩვენ ევროპელები ვართ და ღირსების გრძნობა საქართველოს ყველა მოქალაქის გულშია

ჩვენ ევროპელები ვართ და ღირსების გრძნობა საქართველოს ყველა მოქალაქის გულშია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ევროპა წარმოადგენს ღირსების იმ მაჩვენებელს, რომელსაც საქართველოს ყველა მაცხოვრებელი იმსახურებს.
„იმედი გაქვს, რომ ერთად უფრო დავაჩქარებთ დემოკრატიული კონსოლიდაციის პროცესს – ერთად, ყველა ეჭვის საწინააღმდეგოდ და ყველა ძალის საპირწონედ, რომელსაც ევეროპის დანაწევრება სურს. ჩვენ ისტორიის სწორ გზას მივყვებით. მოდით, ერთად დავდგეთ იმ ღირებულებების მხარდასაჭერად, რომელსაც ევროპა უჭერს მხარს. ჩვენ ევროპელები ვართ და ღირსების გრძნობა საქართველოს ყველა მოქალაქის გულში დევს. ევროპა გახლავთ ღირსების ის მაჩვენებელი, რომელსაც იმსახურებს ჩვენი ყველა მცხოვრები”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები