გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო არის ნახევრად ოკუპირებული და მთლიანად ევროპული

ამ წელს ჩვენ ვითხოვთ ერთ რამეს – მოგიწოდებთ ყველას, მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლითაც ვიამაყებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
”ევროპის საბჭო გახლავთ არსი გაგებისა, რასაც ვეძახით ევროპელობას. საპარლამენტო ასამბლეა კი არის ფორუმი პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური განცხადებებისთვის. ამჟამად, ამ წელს ჩვენ ვითხოვთ ერთ რამეს – მოგიწოდებთ ყველას, მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლითაც ვიამაყებთ. გაგვაკრიტიკეთ, მაგრამ დაგვეხმარეთ, დაგვეხმარეთ ავაშენოთ იმ საფუძველზე, რომელიც ერთად ჩავყარეთ, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანა ნაწილობრივ ოკუპირებულია და მთლიანად ევროპული”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები