„ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ ერაყში 250 ქალი სიკვდილით დასაჯეს

„ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ ერაყის ქალაქ მოსულში 250 ქალი სიკვდილით დასაჯეს. ამის შესახებ გამოცემა Ahlul Bayt ერაყის ქურთისტანის წარმომადგენელზე, საიდ მამუზინიზე დაყრდნობით იუწყება. მისი ინფორმაციით, ქალებს და ბაშვებს ჯიჰადისტებთან სექსუალურ კავშირს აიძულებდნენ. ვინც სექს-ჯიჰადზე უარს ამბობდა, სიკვდილით სჯიდნენ, ზოგჯერ ოჯახებთან ერთად. ერაყის ქურთისტანის კიდევ ერთი წარმომადგენელი გხაიას სურჩი აცხადებს, რომ ქალებს მოსულში მარტო გარეთ გასვლა ეკრძალებათ, ასევე ეკრძალებათ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ღია სახით და თავსაბურავის გარეშე გამოჩენა და მეუღლის ამორჩევა საკუთარი სურვილის მიხედვით. „ისლამური სახელმწიფო“ მოსულს 2014 წლიდან აკონტროლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები