გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ შეშფოთებულები ვართ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების გეგმების გამო

შეშფოთებულები ვართ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების გეგმების გამო, ჩაატაროს რეფერენდუმი რუსეთის ფედერაციაში შესვლის შესახებ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, მსგავსი არალეგალური მოვლენები არა მხოლოდ დაარღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ ექნება კატასტროფული შედეგები სამხრეთ კავკასიის რეგიონში.
„ძალისხმევის მიუხედავად, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის უფლება არ მისცეს. ჩვენ ვცდილობთ ქართულ-რუსული ურთიერთობების ჩიხიდან გამოყვანას პრაგმატული პოლიტიკის გატარებით. ეს პოლიტიკა მოიცავს ვაჭრობის, ტრანსპორტის, ჰუმანიტარულ და სხვა სფეროებში კავშირების აღდგენის ნაბიჯებს. თუმცა მოსკოვთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ჩვენი ძალისხმევა არ არის საკმარისი ჩვენი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტრეიტორიული მთლიანობის პატივისცემის გარეშე. ჩვენ შეშფოთებულები ვართ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების გეგმების გამო, ჩაატაროს რეფერენდუმი რუსეთის ფედერაციაში შესვლის შესახებ. ასეთი არალეგალური მოვლენები არა მხოლოდ დაარღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ ექნება კატასტროფული შედეგები სამხრეთ კავკასიის რეგიონში“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები